„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით შსს-ში კიდევ ერთი ავტომანქანის მფლობელი დაიბარეს

გიორგი შაქარაშვლის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთ სამინისტროში „ტოიოტა ვითსის“ მეპატრონე დაიბარეს. თემურ კეპაშვილი  იმ ავტომანქანის მესაკუთრეა, რომელიც კონკრეტულ საათებში მცხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, კონკრეტულად, მაშინ, როცა ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე ჩხუბი დაიწყო და შედეგ გარეთ გაგრძელდა, კეპაშვილი იმ ტერიტორიაზე არც ყოფილა, თუმცა, მცხეთაში მისი ავტომანქანა დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, კეპაშვილმა მანქანა ორ არასრულწლოვანს ათხოვა, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მცხეთამდე არ ჩასულან. როგორც მოწმის სახით დაკითხული არასრუწლოვნები განმარტავენ, ისინი საგურამოს მიმართულებით მეზობლების წამოსაყვანად მიდიოდნენ, თუმცა, უკან მობრუნდენ.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები