შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმე“ შსს-ში მიიყვანეს, თუმცა ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი შაქარაშვლის საქმის ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ის ამოცნობისთვის დაიბარეს, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა.

როგორც მისმა ინტერესების დამცველმა არჩილ ბერიანიძემ განმარტა, ამოცნობას აზრი დაეკარგა.  

„უნდა ჩაეტარებინათ ამოცნობა, ამოსაცნობი ობიექტი უნდა ყოფილიყო ვახტანგ ჩიქოვანი. გური ამირხანაშვილს უნდა ამოეცნო ის. ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: რომ დნმ-ის ნიმუშის აღების დროს, გამოძიების მიმდინარეობისას, როდესაც ჩვენ მაქსიალურად ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან ისინი ერთად იმყოფებოდნენ და იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. ასევე, მთელი გამოძიების პერიოდში, მედიასაშუალებებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩიქოვანის სურათები, შესაბამისად, ამოცნობას აზრი ჰქონდა დაკარგული“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებულ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესი კი ხვალ იმართება.

მსგავსი თემები