რაჭაში სტიქიის აღმოფხვრას 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება, 4 სოფელი 1 თვე მოწყვეტილი იქნება

  •  

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურისა ზიანის აღმოფხვრას დაახლოებით 50 მილიონი ლარი დასჭირდება.

„მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის დაზიანებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ზიანი ძალზედ სერიოზულია. 12 სოფელი კავშირს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ და გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების 1 კვირაში აღდგენა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, ყველა სოფელთან კავშირი იქნება ვერტმფრენებით და გამოვიყვანთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ორგანიზებულად მომარაგდება ეს სოფლები ყველა სახის საჭირო პროდუქტებით“ – განაცხადა პრემიერმა.  

მისივე შეფასებით, 4 სოფელი, დაახლოებით 1 თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში იქნება, რადგან მაგისტრალურ გზაზე ძალიან სერიოზული ჩამონგრევებია. არის 3 სექტორი, დაახლოებით 250- მეტრიანი, ასევე სრულად აღსადგენია 4 ხიდი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე. ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის,ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა დღეს გამართა.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “რაჭაში სტიქიის აღმოფხვრას 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება, 4 სოფელი 1 თვე მოწყვეტილი იქნება”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is in fact pleasant.

  4. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!

  5. Thanks very interesting blog!