იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ განახლებული, წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება. ფილიალებში სერვისებით სარგებლობისთვის ვიზიტი წინასწარ 500 000-მდე ადამიანმა დაჯავშნა.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუ ვიზიტს www.my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.

სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურების მიღება დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა.

მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და საჭიროების შემთხვევაში პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

მსგავსი თემები