გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფება.

პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს.

გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად უკვე იმყოფებოდა სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში.

მთავრობის მეთაურმა სტიქიისგან შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა.

მსგავსი თემები