„პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნებთან, საზღვრის გახსნაზე არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს“ – ამირან გამყრელიძე

„ეპიდ სიტუაცია იმ ქვეყნებთან, ვისთანაც საზღვარი გვაქვს, არც ერთთან არაა სახარბიელო. ჩვენ გამოვიყურებით ოაზისივით. ამტომ, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც პირდაპირი  საზღვარი გვაქვს, არავითარი რეკომენდაცია საზღვრის გახსნის არ არის,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია: „პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნებთან, საზღვრის გახსნაზე არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს რისკის შემცველი, ამ პერიოდში გადაადგილება ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ხდება სატვირთო ავტომობილებით. ამიტომ, ერთ- ერთი მთავარი წყარო იმპორტირებული შემთხვევების გვაქვს ტრაილერების მძღოლებისგან, ძირითათადკი რუსეთიდან, ესენი არიან ორმაგი  მოქალაქეები, რომლებიც გადადიან შემდეგ კარანტინში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები