“დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ – ანა დოლიძე გიორგი ვოლსკის „შეერკინება“

  •  

მოძრაობა „ხახლისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძე საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ვოლსკის დაუპირისპირდება. „დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ – ასე აფასებს დოლიძე ვოლსკისთან შერკინებას.

„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით”,- აცხადებს ანა დოლიძე.

მსგავსი თემები