“ჯერი არის იმაზე, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებით და დეტალურად აღსრულებული პრაქტიკაში” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. ელჩი მოხარულია, რომ პარლამენტმა  საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტების ყველა რეკომენდაცია ასახული არ არის. 

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, განხორციელდა საარჩევნო რეფორმა და მიღებული იქნა კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ, მაინც ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

და ახლა, ჯერი არის იმაზე, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებით და დეტალურად აღსრულებული პრაქტიკაში არჩევნების პერიოდში იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველგვარი დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლებების გარეშე, მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა და ჰქონდეს ნდობა იმ შედეგების მიმართ, რაც დადგება. ასევე, მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ინფორმირება და მათი განათლება იმ კუთხით, როგორ უნდა მისცენ ხმა უსაფრთხოდ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ COVID-ის სიტუაციას,” – განაცხადა კელი დეგნანმა. 

მსგავსი თემები