“დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია” – კელი დეგნანი

  •  

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია ყურადღებას გაამახვილებს თავის საარჩევნო პლათფორმზე,

დეგნანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, სწორედ დემოკრატიული პროცესის მახასიათებელია.

„ეს არის სწორედ დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელი. ეს არის კომპრომისი პარტიებს შორის, ეს არის იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და იმ პლატფორმებით წარდგენა, რომლებიც პრიორიტეტულია ამომრჩევლებისთვის, იმის განმარტება, თუ როგორ აპირებენ სხვადასხვა პარტიები, საუკეთესოდ წარმოადგნინონ ეს პრიორიტეტები. დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია. ვიმედოვნებ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ მათ არჩევის შემთხვევაში“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები