აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, ამასთან დაკავშირებით ე.წ. დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები COVID-19-ზე ტესტირებას გაივლიან.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით ამ ეტაპზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 63  შემთხვევაა დადასტურებული, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები