“არავითარი გაგნიძე და ის გვარები, რომელიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ” – თეა წულუკიანი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტები – გაგნიძე და ჟვანია მის წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ და არავითარ ხელის დაფარებას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს.

“არავითარი გაგნიძე და ის გვარები, რომელიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები