დედოფლისწყაროდან ორი არასრულწლოვანი დაიკარგა

დედოფლისწყაროდან 11 და 14 წლის ბიჭები დაიკარგნენ. არასრულწლოვნების ისინი თბილისში,  ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან, ბავშვები ბოლოს სოფელ ხორნაბუჯის ტერიოტორიაზე ფიქსირდებიან.

სამძებრო სამუშაოები 2 დღეა მიმდინარეობას. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.

“საბანაოდ დადიოდნენ. ყველგან იყო წასული პოლიცია, ყველგან ეძებეს, სკოლები, ტბები – სულ მოიარეს. არანაირი კვალი არსად არ არის. ბავშვის ბიძასთან დარეკეს მშობლებმა, აქ არ მოსულანო. კამერებიც შეამოწმა პოლიციამ მაგრამ უშედეგოდ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს,” – განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ მაია ალბუთაშვილმა. 

მსგავსი თემები