„ერთადერთი, რითაც დაკავებულია ოპოზიცია, სხვების ლანძღვაა“ – რატი იონათამიშვილი

„ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერების საუბარი და მოხარული ვარ, რომ ამ საუბრის დროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ თითქმის ყველა საკითხს შეეხო“, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

„აღნიშნული საუბრის თემებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ ოკუპაციის თემას, დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის  გამართვის საკითხი დგას დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ  არის კოვიდ19-ის სირთულე. რაც შეეხება არჩევნებს, საქართველოსა და ამერიკის პოზიცია არის ერთიანი ამ მიმართულებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი გამჭვირვალობით და სამართლიანობით. ეს ნამდვილად იქნება ასე. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ყველაფრის გაფუჭების გარდა, არაფერს აკეთებს. მე მათ ვურჩევდი, რომ ჩამოყალიბდნენ, როგორ  და რა ფორმით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე. ერთადერთი , რითაც ისინი დაკავებული არიან, სხვების ლანძღვაა და ის, თუ როგორ ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა

მსგავსი თემები