„იმ წესებით უნდა ითამაშოთ, რაც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება, გეუბნება ევროპა“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ქართულმა ოცნებამ“ მთელ საერთაშორისო სივრცეს დაანახა, რომ არჩევნებზე მეტი ყურადღებაა საჭირო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ძიძიგური ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერს შორის გამართულ კომუნიკაციას ეხმაურება და თვლის, რომ მაჟორიტარების ე. წ ამბოხმა ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე დააზარალა:

„როდესაც 6 თის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამბობდა გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე, შემდეგ ეს ჩაიშალა მაჟორიტართა ამბოხის გამო, ამბოხს ბრჭყალებში ვამბობ, ამის შედეგ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ არჩევნებთან მიმართებაში მეტი ყურადღება იყო გამოსაჩენი.

მე ვფიქრობდი რომ ეს ეტაპი გავლილი იყო, თუმცა სამწუხაროდ ის შეცდომა, რაც მმართველმა პარტიამ დაუშვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიყვანა იმ ნაბიჯამდე, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მათი მხრიდან არჩევნებს, წინა არჩევნებზე მსგავსი ტიპის შენიშვნები არ მოგვისმენია. დასავლური პოლიტიკური სპექტრი ამბობს: „თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორები და იმ წესებით უნდა ითამაშოთ, რაც დასავლურ სტანდარტებს შეეფერება,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები