„50/50 ბარიერს ვერავინ გადალახავს და მთავრობას დამოუკიდებლად ვერავინ შექმნის“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პარლამენტში 10 პარტია დაახლოებით შევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამის  შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „კონსტერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ძიძიგური თვლის, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა არჩევნებისგან განსხვავებული იქნება:

„ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა 68 პარტიამ და ამ ეტაპზე პოლიტიკურ ველზე 60 პარტიაა, ძირითადად ის მოცემულობა გვქონდა, რომ სულ ორი პარტია იყო და დივერსიფიცირება პოლიტიკური ველის ძალიან მიეხმარება ჩვენს ამომრჩეველს,“ – აღნიშნა ძიძიგურმა. „კონსერვატორების ლიდერი ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებთან ავლებს პარალელეს და მიაჩნია, რომ 2020 წლის  არჩევნებზე ვერცერთი პოლიტიკური ზალა ვერ შეძლებს ერთპარტიული სისტემით მართოს ხელისუფლება:

„სრულიად არაორდინალური არჩევნები გველოდება, წინ, ეს არჩევნები არ ჰგავს არცერთ არჩევნებს, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ყოფილა. 90 წელს, როდესაც შეიცვალა კომუნისტური ხელისუფლება, გამსახურდიას არ გასჭირვებია მთავრობის, შეექმნა, ასევე შევარდნაძემ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა მთავრობა, სააკაშვილმაც ეს მოახერხა, ქართულმა ოცნებამაც“,  – 2020წლის არჩევნებზე ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს 5ო პროცენტიან ბარიერს, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა,“  ერთი 8 წლიანი მმართველობის შედეგად სუბიექტურად თუ ოიბიექტურადაა დაზიანებული, მეორე 9 წლიანი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. დიდი ალბათობით გვექნება კოალიციური მთავრობა და ჩვენი ქვეყანა მეტ პოლიტკურ გამოცდილებას შეიძენს.“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები