„მაიკ პომპეოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრე“ – გიორგი გახარია

„დღეს ვესაუბრე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი მხარეებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა საქართველოკონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის.

„საუბრისას მადლობა გადავუხადე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერის გამო და ხაზგასმით აღვნიშნე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და წლევანდელ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

მსგავსი თემები