გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩვრებენ

უფლებადამცველები კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებენ და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობში გაასაჩივრებენ. 

მოსამართლემ გუშინ 11 სრულწლოვანი ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

“ამ პირების დაპატიმრება რელევანტური არ არის, ამიტომ გასაჩივრებას ვგეგმავთ. ასევე ეჭვით ვუყურებთ იმ საკითხს, რომ ამ ეტაპისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაისინჯოს და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოვიდეს. კონკრეტულად ჟვანიას ქმედებას თუ შევაფასებთ, მისთვის საპატიმრო ღონისძიება თავისუფლად შეიძლება რომ არ იყოს გამოყენებული,”- აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. 

მსგავსი თემები