200 გვერდიანი ფერადი ჟურნალის – „ივერიელნის“ მორიგი ნომერი გამოვიდა

ხელოვნების სასახლეში 31 ივლისს, 19:00 საათზე, საზოგადოებრივ ჟურნალ „ივერიელნის“ მეჩვიდმეტე ნომრის წარდგინება გაიმართება. 200 გვერდიანი ფერადი ჟურნალის სპეციალური გამოცემა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონს ეძღვნება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ჟურნალის 17-ე ნომერში მოთხრობილი საქართველოს ამ რეგიონის რაიონების მოკლე ისტორია. მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას მიმდინარე და განხორციელებული უნიკალური პროექტების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლების, ტობა ვარჩხილისა და მღვიმეების, ადათობრივი სამართლის, კოლხური ვაზის ჯიშების, სვანური კოშკის, კოლხური ოდისა და სხვა მრავალი საინტერესო ფაქტის შესახებ.

“მრავალი მითი და ლეგენდა შექმნილა კოლხეთზე, თუმცა მათი კვლევა ჯერაც არაა დასრულებული, იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ კოლხეთის უძველესი ისტორია მართლაც გამორჩეულია თავისი დიდებულებით”, – აცხადებენ გამოცემის ავტორები.
მათივე თქმით, დიდი სურვილი აქვს გამოსცენ უნიკალური წიგნი-ალბომი „კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი, ოდიში, სამეგრელო-ზემო სვანეთი“, სადაც მკითხველი უფრო სრულად გაეცნობა ამ რეგიონის ისტორიას, ეთნოგრაფიას, გამოჩენილ ადამიანებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ფოლკლორს, ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ფლორასა და ფაუნას.

ჟურნალის ღირებულება 30 ლარია. ღირებულებაში შედის საკურიერო მომსახურება.
საბანკო რეკვიზიტები: შპს „ივერიელნი“ თიბისი ბანკი GE65TB7075336080100009

 

მსგავსი თემები