“გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად” – გია ვოლსკი

გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის კოალიცია “ძალა ერთობაშია”-დან წასვლას, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

ვოლსკი ფაქტს მნიშვნელოვნაად არ თვლის, რადგან მიან ია, რომ ოპოზიცია ისედაც დასუსტებულია.

“გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. თაკო გავა ამ საერთო ფერხულიდან თუ ნებისმიერი სხვა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მისთვის არაბუნებრივი უფრო ეს გაერთიანებაა, ვიდრე მათი დაცალკევება. 

“მათი ერთობა ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, მტერი და მოყვარე ერთად იყო, მაგრამ ერთად იყვნენ სწორედ რომ ძალაუფლების წყურვილით. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ მმართველმა პარტიამ თავისი ძალა, თავისი წარმატების ფორმულა წარმოადგინოს და მივიღოთ შესაბამისი მხარდაჭერა,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა კოალიცია “ძალა ერთობაშია” დატოვეს. მათ ახალი კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებელი” დააარსეს. 

მსგავსი თემები