„ძალიან გამიკვირდა ფრაზა “გვამურ გაშეშებასთან” დაკავშირებით, რაც ვნახე ექპსერტიზის დასკვნაში“ – მაია ნიკოლეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში“

„დღემდე დუმილს ვინარჩუნებდი, რადგან, არ ვიყავი საქმეში ჩართული, მაგრამ ბოლოს უკვე ყველაფერი რომ აირია, ვეღარ გავჩუმდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექპსერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას ეხმაურება, მისთვის გაუგებარია თუ, რატომ გაჩნდა დასკვნაში ფრაზა „გვამური გაშეშება.“ ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ბევრ პრობლემას დაზარალებულის უუფლებობა იწვევს:

„დღეს დაზარალებული უუფლებოა, მხარეს წართმეული აქვს უფლება მოაგროვოს მტკიცებულებები. ეს, რომ ასე არ იყოს, აქციები აღარ იქნება და არც ადამიანების უკმაყოფილება. რაც შეეხება ექსპერტებს, გეჯაძეს ჯერ დასკვნა არ დაუდია,  გეჯაძე ცალკე დასკვნას არ წერს, მისი ექსპერტიზის წარმომადგენელი მონაწილეობდა გაკვეთაში და სამხარაულის ექსპერტიზასთან ერთად დაწერეს დასკვნა. როცა დამოუკიდებელი ექსპერტი არ ეთანხმება სამხარაულის დასკვნას, ის ცალკე დასკვნას წერს, მაგრამ, ამ შემთავევაში, თანხვედრა იყო” – გამაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება დასკვნაში ჩანაწერს, რომელმაც შემგდომ დამატებითი კიტხვები გააჩინა, ექსპერტმა განმარტა: “მე როდესაც წავიკითხე ექსპერტის პირველად დასკვნაში შეტანილი ფრაზა გვამურ გაშეშებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან გამიკვირდა და ვთქვი რატომ? დღემდე უბრალოდ დუმილს ვინარჩუნებდი, რადგან არ ვარ ჩართული საქმეში, მაგრამ, ბოლოს, უკვე ყველაფერი რომ აირია ვეღარ გავჩუმდი,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განმარტევით, ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ იფიქრა ალბათ, რომე ეს ტექნიკური შეცდომა იყო, რადგან მართლა გაუგებარია აღნიშნული ჩანაწერი,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმული სმითითება

მსგავსი თემები