ამერიკელმა დიპლომატებმა შეერთებული შტატების ჩინეთში საკონსულო დატოვეს

ამერიკელმა დიპლომატებმა შეერთებული შტატების ჩინეთში მდებარე საკონსულო დატოვეს. ქალაქ ჩენდუში შტატების საკონსულოს დახურვა ჩინეთმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა.

პეკინმა ამერიკელ დიპლომატებს საკონსულოს დასატოვებლად 72 საათი მისცა, რომელიც დღეს დილით ამოიწურა.

შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, შესაძლოა, ამერიკაში ჩინეთის სხვა საკონსულოებიც დაიხუროს.

მსგავსი თემები