„ლპობა შორს წასულია, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი საკმარისი არ არის, გვამი გარეგნულად შეცვლილია“ – ექსპერტი გარდაცვლილ გოგონაზე

„ჩემი აზრით, სამედიცინო ექსპერტიზის რესურსი დიდი არ არის“, – ამბობს სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით საინტერესო იქნება ქიმურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა, რადგან დადგინდეს იყო თუ არა რაიმე მომწამვლელი პრეპარატი მის ორგანიზმში.

„საქმეში არის შესადარებელი მასალები, რითიც შესაძლოა დადგინდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის კვლევა. ჩემი აზრით, სამედიცინო ექსპერტიზის რესურსი დიდი არ არის, რადგან, ცხედარი შეცვლილია უკვე გარეგნულად. ალბათ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, იყო თუ არა მომწამლავი რაიმე პრეპარატი, რადგან არის შესადარებელი მასალები. ძნელია, როცა არ გაქვს მასალა შესადარებლად და უცებ იფიქრო, რომ რაღაც ნივთიერება ყოფილიყო გარდაცვალების მიზეზი,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტი თავს იკავებს ისაუბროს, როგორი იყო გოგონას ცხედარი, თუმცა, ამბობს, რომ გარეგნულად შეცვლილია ცხედარი.

„აღმოჩენის მომენტისთვის რა მდგომარეობაშიც ის იყო, ის მდგომარეობა არ ეწინააღმდეგება არსებულს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გიორგი შაქარაშვილის ცხედართან შედარებით, კიდევ უფრო შორსაა ლპობა წასული. დეტალების აღწერა არ მინდა, ბევრი შოკშია“ – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.  

მისივე თქმით, გამოძიების რესურსი მეტია, სამედიცინო ექსპერტიზის დახმარების გარეშე გავიდეს შედეგზე. 

მსგავსი თემები