„ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია“ –  არჩილ თალაკვაძე

„ანომალიად მიმაჩნია როდესაც ჩვენი ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობენ და ამბობენ რომ გამოძიება ცუდია, გამოძიებამ არ იმუშავა, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ ამ კონკრეტულ საქმეებზე არ არის დასრულებული“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე  და ოპოზიციურ ტელევიზიებს მიმართავს.

„რა მიზანს ემსახურება ამის გაკეთება, თუ არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ საგამოძიებო პროცესი არ არის დასრულებული და კონკრეტული ადამიანები წარსულში დამნაშავეები და დღეს თავისუფალი ჟურნალისტები, წარსულში უფლება დამრღვევები და დღეს ვითომ უფლებადამცველები, წარსულში ტერორის და მოქალაქეზე ძალადობის ავტორები, დღეს ვითომ თავისუფლების დამცველები,  ამბობენ, რომ გამოძიებას ემიჯნებიან და უგულებელყოფენ ყველაფერს, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მე ვლაპარაკობ ხალხზე,  ვისაც აქვს კონკრეტული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, რომ ნებისმიერი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ამორალური“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი თემები