ტყე გამოიყენება შეშად, რაც შესაცვლელია – ლევან დავითაშვილი “სატყეო კოდექსზე”   

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო “სატყეო კოდექსს” მთავრობას სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვი​ს წარუდგენს. დოკუმენტში საუბარია რამდენიმე მიმართულებით რეფორმების გატარებაზე და საკანონდებლო ცვლილებების განხორციელებაზე.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ტყის მართვასთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს საქართველოში პრობლემებია. ტყე გამოიყენება სოციალური დანიშნულებით, გათბობის მიზნით, მაშინ, როდესაც მას სოციალური და ეკოლოგიური ფუნქცია აქვს.

“დღეს ტყე გამოიყენება საშეშედ და გასათბობად, რაც შესაცვლელია. ჩვენი რეფორმები იქნება რამდენიმე მიმართულებით, ეს უკავშირდება კანონმდებლობის მოწესრიგებას, ვფიქრობთ, მომავალ კვირას წარმოვადგენთ ახალ სატყეო კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის ახალ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. ეს კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მას პარლამენტში დასჭირდება განხილვები და მხარდაჭერა”, – აცხადებს მინისტრი

 

მსგავსი თემები