„ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ მაღალ საარჩევნო კულტურას“ – მაჟორიტარების წარდგენა დაიწყო

ამ წუთებში, კოჯორში, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატები უნდა წარადგინოს, სიტყვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის.   

წარდგენა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. შემდეგ კი სიტყვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც  გამოსვლა ექიმებზე გამოცხადებული მადლობით დაიწყო და ასევე, მადლობა გამოუცხადა საკუთარ გუნდს. მას გამოსვლა ტაშით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.     

კანდიდატების წარდგენა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მას თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, ლევა რატიანი და სხვა ცნობილი ექიმები, სპორტსმენები და პედაგოგები ესწრებიან.  

„ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ მაღალ საარჩევნო კულტურას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მიწვეულები მზის გულზე, ღია ცის ქვეშ ელოდებიან მაჟორიტარების დასახელებას.

მსგავსი თემები