ცნობილი ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე თესალონიკში კონცერტს გამართავს

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, უვე ბერკემერი 23 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში კონცერტს გამართავენ, მანამდე კი, 17 სექტემბერს, ცნობილი მევიოლინე მშობლიურ სოფელ ნატანებს ეწვევა.

” 19 ივლისს ჭიათურაში ჩატარდა ულამაზესი კონცერტი, რომელიც მივუძღვენით ჭიათურაში დაღუპულ მეშახტეებს. მაყურებელმა ძალიან თბილად მიგვიღო. მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის ჭიათურის მერს, პაატა ნადირაძეს და პროექტ “მე დავბრუნდების” ხელმძღვანელ ინა ასანიძეს. ​შემდეგი კონცერტი გვექნება ნატანებში, ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც უკვე მოუთმენლად ელიან ჩვენს ჩასვლას. კონცერტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა გულო ნიკოლაიშვილს. საქართველოს შემდეგ, თესალონიკში გვექნება კონცერტი, წარმატებული ემიგრანტის ზოია სულხანიშვილის მიწვევით. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და  ბერძენ ხალხს სამძიმარს გამოვუცხადო ტრაგედიის გამო”, – განაცხადა ბელა მახარაძემ მედიანცენტრმთავარში“.

​​მისივე ინფორმაციით, საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში 13 ოქტომბერს ამსტერდამს ეწვევა, სადაც, ასევე, ქართველი ემიგრანტისა და მეცენატის, თიკა სვანიძის მიწვევით გამართავს კონცერტს.

” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ასეთი კონცერტები გავმართოთ საქართველოში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან კარგი და ჭკვიანი მსმენელი და იცის რა არის კარგი მუსიკა. ჩვენს რეპერტუარში არის, როგორც გერმანელი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები, ასევე ქართველი კომპოზიტორები შემოქმედება. ევროპელ მსმენელს გავაცანით ცნობილი ქართველი კომპოზიტორების, ვაჟა აზარაშვილისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ლამაზ მუსიკას იცნობდეს ევროპელი მსმენელი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ქართული კულტურის ელჩები მსოფლიოში”, – აცხადებს გერმანელი კომპოზიტორი უკვე ბერკემერი.

მსგავსი თემები