კრემლმა კავკასიის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებულმა კავკასიის ახალი სამხედრო რეგიონში დაიწყო.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, შემოწმებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესწევს რუსეთის არმიას უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და მოამზადოს ნიადაგი სექტემბერში ფართომასშტაბიანი სწავლების – “კავკასია-2020”-ის ჩასატარებლად.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით მრავალ სახმელეთო და საზღვაო პოლიგონზე ჩატარდება 56 ტაქტიკური დონის სწავლება, რომელშიც, საერთო ჯამში, 150,000 სამხედრო მოსამსახურე, 26,000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები