6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ანა გაბეჩავამ შსს დატოვა

19 ივნისის საბედისწერო ღამეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. იუბილარი ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო  კონფლიქტი, სამართალდამცველთა კითხვებს თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. მან შსს-ს შენობა რამდენიმე წუთის უკან დატოვა.

თავად გაბეჩავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ კითხვები მხოლოდ სოციალურ ქსელებში მიმოწერას ეხებოდა.

„დამატებითი გამოკითხვა არ ჩატარებულა. ჩატარდა სოციალურ ქსელის შემოწმება-დათვალიერება თავიდან ბოლომდე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა კითხვები გამოძიებას არ ჰქონია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ვერაფერს გეტყვით. მიმოწერის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. 6 საათის განმავლობაში მხოლოდ სოციალური ქსელების დათვალიერება მომდინარეობდა“- განაცხადა ლიკა ბითაძემ.  

მსგავსი თემები