„თუ რამე არასწორად იყო გაკეთებული, ცალკე გამოძიების საქმეა“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის გარდაცვალებაზე  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების  შიდა საქმეებში, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა.

„მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო  დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. ამ დასკვნას აკეთებს გამოძიება და ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. შიდა საქმეებში, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები