„საქართველო უნდა შევიდეს ევრო ზონაში, ლარის ნაცვლად ეროვნული ვალუტა უნდა იყოს ევრო“ – „პროგრესული საქართველო“

ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესული საქართველო“ საარჩევნო კამპანიაში ერთვება. პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროგრამაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და  აღნიშნეს, რომ არსებულმა ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გზა ახალ ძალას დაუთმონ.   

„არ მოგვწონს ის რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრობს. ორი ძირითადი ძალა ბჭობს, თუ ვის რამდენი ადგილი შეხვდება პარლამენტში. ადამიანების ყოველდღიური საჭიროებები კი რადიკალურად აცდენილია იმ დისკურსს, რომელსაც დღეს ვისმენთ. რას გვპირდებიან ეს ადამიანები სკამების გადანაწილების გარდა? ჩვენი ერთადერთი სათქმელია მადლობა ბატონებო რაც გააკეთეთ, დაისვენეთ და მიეცით ძალა ახალ ადამიანებს გამოჩდნენ და აკეთონ საქმე. დროა, მოვიდეს ახალი ძალა და ახალი ადამიანები“ – განაცხადა „პროგრესული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი კვაბზირიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი მურცხვალაძის განცხადებით, საქართველო ევროზონაში უნდა შევიდეს და ლარის ნაცვლად ვალუტა უნდა იყოს ევრო.

„ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს განვითარების კონკრეტული გეგმა მკაფიო გზავნილებით და კონკრეტული ქმედებით. საქართველო უნდა შევიდეს ევრო ზონაში. ლარის მაგივრად საქართველოში ვალუტა უნდა იყოს ევრო. უნდა განხორციელდეს სახელმწიფო აქტივების განკერძოება; ამ აქტივების დიდი ნაწილი უნდა გადავიდეს კერძო მფლობელობაში. საჯარო ფინანსები უნდა ყოს გამჭვირვალე – საჯარო უნდა იყოს, რაში იხარჯება ხალხის ფული; ჩვენ რეგიონისთვის უნდა გავხდეთ საინეტერესო საინვესტიციო ქვეყანა“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.   

მსგავსი თემები