„პროგრესული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატს ყველა ოლქში წარადგენს

„პროგრესული საქართველო“ ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც საარჩევნო პროცესებში ერთვება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატების მოპოვებისთვის იბრძოლებს. პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა პრეზენტაცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვინდა საქართველო სადაც ადამიანებს ყოველი დილის გათენება გაუხარდებათ, სადაც იქნება ნაკლები შუღლი და მეტი ღიმილიანი სახე; ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველოში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც არ დათმობს თავისუფლებას, თავისუფლებას რომელსაც ჰქვია ქართული გზა –  გზა, რომელიც მიდის მდიდარ, უსაფრთხო, და სამართლიან საქართველოსთან“ – აღნიშნეს „პროგრესული საქართველოს“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„პროგრესული საქართველოს“ პროგრამის მიმართულებებია: განვითარებული საქართველო; სამართლიანი საქართველო და  უსაფრთხო საქართველო.

პარტიის ხედვებსა და გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძემ და პოლიტსაბჭოს წევრებმა – გიორგი კვაბზირიძემ და გიორგი სუხიტაშვილმა ისაუბრეს.  

მსგავსი თემები