სწავლის გადასახადი, გზები, ოპერაციები, კომუნალურები – მოსახლეობა საკუთარ მაჟორიტარს ასახელებს

პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მომავალი კვირიდან დაიწყებებ. კერძოდ, მანამ, სანამ მაჟორიტარობის მსურველთა გვარები ოფიციალურად გახდება ცნობილი, ინიციატივას თავად მოსახლეობა იჩენს და საკუთარ კანდიდატს თავად ასახელებს.

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივები კანდიდატად არსებულ დეპუტატს ითხოვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი ენზელ მკოიანია. რატომ ითხოვენ ადგილობრივები მის კანდიდატურას, თავად ადგილობრივებს მოვუსმინოთ.

ადელინა ესოიანი, ახალგაზგრდა ქალი, რომლის მეუღლე საპატიმროშია და შვილს მარტო ზრდის: „ჩემი მეუღლე საპატიმროშია, მე პირადად მხედველობის პრობლემა მაქვს და მარტო ვზრდი 3  მცირეწლოვან ბავშვს. არანაირი შემოსავლის წყარო არ გამაჩნია. აქ, ჩვენს გარემოცვაში ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, უამრავი ოჯახია ამ დღეში. გითხრათ როგორ გადავრჩით, ჩვენი დეპუტატის დახმარებით. კომუნალურებსაც ის გვიხდის, აი მაგალითად ერთ თვეში 300 ლარი აქვს გადახდილი, მეორე თვეში 200 ლარი, ბოლო თვეს კი 120 ლარი. ეს დახმარება რო არა, ვერ გადავრჩებოდით.  ამას გარდა,  მისგან სულ მოგვდის  ფქვილი, შაქარი, ცხიმი, მაკარონო, ბავშვებისათვის სათამაშოები, ლობიო, „გრეჩიხა“ და სხვა პროდუქტები. ყველაფერს ვერ ჩამოგითვლით, გაიარეთ ქუჩებში და გამოკითხეთ ხალხი, უამრავი ადამიანი მოგიყვებათ ასეთ ამბებს. როცა ჩვენ ასეთი „თავი“ გვყავს, ვინც ხალხს ეხმარება, რატომ უნდა გვინდოდეს სხვა. მგონია რომ არ შეცვლიან“.    

გეღამ ანესიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სოფელი ოროჯალარიში ცხოვრობს, მის ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ბავშვი გადაარჩინეს.

„5 წლის ბავშვს თავის სიმსივნე ჰქონდა და საზღვარგარეთ მკურნალობა იყო საჭირო. ჩვენი ამისი ფული არ გვქონდა და ბავშვი განწირული იყო.  როცა დეპუტატს მივმართეთ, მოგვისმინა და გვითხრა რომ დაგვიკავშირდებოდნენ. მან 8000 ლარი პირადი ჯიბიდან გადმოგვცა ბავშვის მკურნალობისათვის. ჩვენ გადავრჩით. ბატონი ენზელი აქ ყველას უყვარს. იმიტომ, რომ ყველას ხელს გვიმართავს. მარტო გაჭირვებულებს კი არა, სკოლებსაც ეხმარება. ჩვენი სოფლის სკოლას გათბობა არ ჰქონდა და ბავშვები იყინებოდნენ. დეპუტატმა ამ გათბობის გასაკეთებლად სკოლას 3500 გადასცა და ბავშვებმაც დაისვენეს, მშობლებმაც და მასწავლებლებმაც“.   

ახალქალაქელები კი სარწყავი წყლის პრობლემაზე საუბრობენ, რომელიც დეპუტატს ჩარევის შემდეგ პოერატიულად მოგვარდა და მოსახლეობამ დაისვენა.

„საშინელ დღეში ვიყავით, როცა სოფელში წყლი არ არის, რა უნდა ქნა, ვერც საქონელს იყოლიებ და ვერც მიწას დაამუშავებ. სხდომა გავმართეთ, რადგან ტბა იშლებოდა და არც ცხოველებისთვის გვქონდა სასმელი წყალი და არც მიწისთვის. დეპუტატს შევხვდით. მან სოფელი ტურცხისთვის  13 მეტრიანი წყლის მილი გაგვიკეთა და ვერ წარმოიდგენთ ეს რა ბედნიერება იყო ჩვენთვის. წყლის მილის დიამეტრი ერთ მეტრიანია, იმხელა, რომ ადამიანიც ეტევა შიგნით, ძალიან ძვირადღირებული და რა გითხრათ, პრობლემა მოწესრიგებულია, ჩვენ სხვა არაფერი გვინდა.“

ევგენია მანუკიანი სტუდენტია, როგორც ის გვიყვება, მის მსგავსად ათეულობით სტუდენტი ვერ იხდიდა სწავლის გადასახადს: „გვიჭირდა, ვერ ვიხდიდით სწავლის საფასურს და სწავლისთვის თავი უნდა დაგვენებებინა. ყველას შეგვხვდა, სულ 37 სტუდენტი ვიყავით და გვითხრა, რომ ჩვენ სწავლას გავაგრძელებდით. ჩვენმა დეპუტატმა 37-ვე სტუდენტს მთლიანი სემესტრის თანხა გადაგვიხადა“.    

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის მოსახლეობას დეპუტატს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

ეგორ ქოთოიანი: „რომელი ერთი მოგიყვეთ, ყველას გვეხმარება ჩვენი დეპუტატი და ვიცი როგორ ეხმარება ეს ყველას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რაც საერთოა იმას გეტყით, ტრანსპორტი არ მოძრაობდა სოფელში და ვწვალობდით, ვიტანჯებოდით. ახლა გვყავს, დეპუტატმა სამარშრუტო ტაქსი გვაჩუქა“.

ედგარ ხეჩოიანი: „სოფელ მერენიაში  წყლის პრობლემა გვქონდა, ახლა არ გვაქვს ეს პრობლემა.  დეპუტატმა თანხა გამოყო ჩვენთვის და ეს პრობლემა მოაწესრიგა. გზა არ გვქონდა,  20 მანქანა ქვიშა მოგვიტანა, საწვავიც თვითონ ჩაასხა და სოფლის გზები გაგვიკეთა საკუთარი ძალით, ჩვენ არაფერი დაგვიხარჯავს, ან სად გვქონდა დასახარჯი. 1400 ლარიც გამოყო, რომ გზა მოწესრიგებულიყო“.

გზების მოწესრიგებაზე, რაც მუნიციპალიტეტის პრობლემაა, ადგილობრივები ხშირად ჩივიან, თუმცა, ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ამ საკითხის გადაჭრას არ ეშველა.

არამაი ჩახალიანი: „ახალქალაქაქის სოფლის  მოდეგამის ხალხმა მერიას  რამდენჯერმე ვთხოვეთ გზის გაკეთება. მაგრამ არ დაადგა საშველი. მერე სხვა გზა არ გვქონდა და მაინც მივედით დეპუტატთან დახმარების თხოვნით, დღეს გზა გვაქვს. მარტო ჩვენ კი არ გაგვიკეთა გზა, ბევრი სოფლის მოხრეშვა გააკეთა მან, აგერ, სოფელ სათხაში, კულიკამიში,  ვაჩიანში, კიდევ არ ვიცი უნდა იკითხოთ.  გონდრიოს ზონისათვის 50 მანქანა ქვიშა გაგზავნა,  პატარა ხანჩალისათვისაც დიდ რაოდენობით მანქანებით ქვიშა გაგზავნა და გზის პრობლემა სოფლებში მოგვარებულია“.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა დახმარებას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ ადამიანებს, ვისაც გაზიფიცირებისთვის თანხა არ გააჩნდათ, დეპუტატმა სრულად დააფინანსა.

„ბუნებრივი აირი რომ გაიყვანეს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გვქონდა იმისი შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახსრებით შეგვეყვანა გაზი სახლში. დეპუტატს მივმართეთ და… ხელი გაგვიმართა, გვითხრა, რომ ჩვენ გაზი გვექნებოდა. სულ 248 ოჯახი ვიყავით ასეთი და თითო ოჯახისთვის, დეპუტატმა 400 ლარი გადაიხადა და დღეს გაზით ვსარგებლობთ“ – ამბობს რაზმიკ ღუმაშიანი. 

გადასამოწმებლად, აპირებს თუ არა ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, თავად მას დავუკავშირდით, თუმცა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. “მედიაცენტრმა მთავარმა” აღნიშული კითხვა დეპუტატს რამდენიმე თვის უკან, პარლამენტში დაუსვა. როგორც მკოიანმა გვიპასუხა, ეს ხალხზე და პარტიაზეა დამოკიდებული.        

მსგავსი თემები