თბილისში ძაღლმა 67 წლის ქალი დაგლიჯა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

უმძიმესი შემთხვევა თბილისში. ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. დაშავებულია 67 წლისა ქალი.  მას ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ესხმოდა თავს, წააქცია და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევისას სახლებიდან ხალხიც გამოცვივდა, თუმცა, ძაღლის მოცილება ვერ შეძლეს. წაქცეულ ქალს ძაღლი რამდენიმე წუთის განმავლობაში კბენდა. ქალის დახმარებას გარშემომყოფები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. ერთ-ერთმა ადამიანმა იარაღიც კი ისროლა ჰაერში, თუმცა, ძაღლი ქალს ვერ მოაშორა.

მომხდარის შემდეგ, ძაღლი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და დააძინეს. დაშავებული ოჯახი კი ძაღლის მეპატრონეების დასჯას ითხოვს. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში და გადარჩება თუ არა არ იციან.

მსგავსი თემები