„ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს ორშაბათს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს წარადგენს.  აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. საარჩევნო კამპანიის გახსნა გადაიცემა პირდაპირი ეთერით და უზრუნველყოფილი იქნება  ლაივსტრიმი“ – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები