პრემიერ-მინისტრის მორიგი საკადრო ცვლილება გუბერნატორებს შეეხო

საქართველოს პრემიერ მინისტრმა 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორები. იმერეთისა და ამ რეგიონებისა რწმუნებულების ახალ კანდიდატებს პრემიერი რამდენიმე დღეში წარადგენს.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც განახლებულ მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით.

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემაც დაწერა და თანამშრომლებს დაემშვიდობა კიდეც, თუმცა, პრემიერმა მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ჭანუყვაძე პოზიციას ინარჩუნებს.

​გუბერნატორის თანამდებობებს ინარჩუნებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. იმერეთის გუბერნატორის პოზიცია კი მას შემდეგ თავისუფალია, რაც გივი ჭიჭინაძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

 

მსგავსი თემები