„მითხრეს, რომ თბილისში ღამურებში 5 000 და 10 000 დოლარს იხდიან“ – ოკუპანტების მორიგი შეტევა

ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამერიკელებისთვის მისაყიდი ღამურებისთვის გადავიდა – ეს არის ბრალდება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპანტები უყენებენ. ბრალდების დასამტკიცებლად მისივე აღიარებითი ჩვენება მოაქვთ, სადაც მღებრიშვილი ღამურების ბიზნესსზე საუბრობს, სადაც ამერიკელები არიან ჩართულები.

„იქ (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) არის ძველი ეკლესია, რომელზეც გავიგე, რომ ღამურების სახლია. როგორც მითხრეს, იქ  აქვთ ბუდეები და ბლომად იყვნენ. ჩემს მეგობარს ვთხოვე დაეთვალიერებინა ეს ადგილი. ეს ის ადგილია, სადაც ადრე სოკოების საკრეფად დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი. მაშინ შევამჩნიეთ, რომ იქ იყო ბუდეები, მეგობრებს ვთხოვე იქ ღამურების დათვალიერება, მე მისი ყიდვა მინდოდა. სოფელში მითხრეს, რომ ვინმე ზაზა, რომლის გვარი არ მახსოვს, ცხოვრობს თბილისთან ახლოს და თბილისში ღამურებში იხდიან 5 000 და 10 000 დოლარს“ – ეს არის ოკუპანტების მიერ გავრცელებული ჩანაწერი, სადაც დაკავებული ღამურების ბიზნესზე საუბრობს.

ხვიჩა მღებრიშვილი ამ დრომდე ოკუპანტების პატიმრობაშია. ოკუპირებული რეჟიმი კი აქცენტს „ლუგარის ლაბორატორიაზე“ აკეთებს და აცხადებს, რომ ღამურები სწორედ ამერიკელების ინტერესში შედის.  

დაკავებულის ოჯახის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ მღებრიშვილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისიდან პატიმრობაშია.     

მსგავსი თემები