„სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი აზერბაიჯანს ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება“ – რეჯეფ ერდოღანი

თურქეთის  პრეზიდენტი აზერბაიჯანს მარტო არ ტოვებს და ყველა სიტუაციაში, სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დაუდგება. განცხადება სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა.

„სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს. თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანას ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება. სომხეთის მხრიდან ასეთი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის იყო. ისინი რეგულარულად უხსნიან ცეცხლს იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს ჰყავს.

მსგავსი თემები