„ისე არ გააკეთოთ, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანოთ“ – ადვოკატი ფოტოგრაფზე

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურანტი ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი, საზოგადოების და მედიის ნაწილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წამოწყებულ ბულინგში ადანაშაულებს.

ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ იაკობ ბრეგვაძე დეტალურად გაიმეორებს კამერების წინ თუ სად იმალებოდა მომხდარის ღამეს:

„ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ესქპერტიზა, შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაატარონ… საუბრებონ ზღაპრეზბზე. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას იმ დროს, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია. გადავიღებთ იქ ყველაფერს, თუ სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა, გადახტება იმ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ და ყევლაფერს გაიმეორებს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები, ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი მიიყვანოთ თვითმკვლელბამდე. მას ეძახიან სუს-ის აგენტს,“ – განუცხადა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები