„ყვითელმა ავტობუსებმა“ ტექდათვალიერება ნათხოვი ნაწილებით გაიარეს” – თაღლითური სქემები ტექდათვალიერებისას

ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში,  რომელიც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა, ტექდათვალიერებისას ძალიან ბევრი დარღვევა და შეუსაბამობა  გამოვლინდა. კვლევის პრეზენტაცია დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა და აღნიშნა, რომ ავტომფლობელები ინსპექტირებას ნათხოვარი ან ნაქირავები ნაწილებით გადიან.  

„ინსპექტირების სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია. მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი ინსპექტირებას გადის მანიპულაციების გზებით. მანიპულაციები ნიშნავს, როდესაც მომხმარებელს შეუძლია ავტონაწილები იქირავოს, გაიაროს ინსპექტირება და შემდეგ დააბრუნოს. ასე გაიარეს „ყვითელმა ავტობუსებმა“ ინსპექტირება, როდესაც „გარაჟში“ ხდებოდა ერთ ავტობუსის აწყობა და ინსპექტირების შემდეგ ავტონაწილების უკან დაბრუნება. ამიტომაც გვყავს ისეთი ავტობუსები, როგორიც გვყავს“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.      

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები