მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში თავისი უპირატესობა უკვე აჩვენა ​- არჩილ თალაკვაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატი არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი უპირატესობა უკვე აჩვენა დროული და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღებით.

დეპუტატის თქმით, პრემიერის მიერ წარმოდგენილი ხედვა, პრიორიტეტული რეფორმები და ჭუბერის კრიზისზე დროული რეაგირებაც მოწმობს იმას, რომ მას გამოწვევების არ ეშინია.

“მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის  რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები