აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ საქართველო-სომხეთის კონფლიქტში ჩაერიოს და თავისი სიტყვა თქვან (ვიდეო)

„საომარი მოქმედებებისა და რეგიონში მშვიდობის დარღვევისთვის სომხეთი უნდა დაისაჯოს“ – ეს განცხადება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა სახელით „ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.    

„ის, რაც ხდება დღეს რეგიონში აღმაშფოთებელია. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავიურსს ებრძვის, სომხეთის მხრიდან იწყება დაბომბვა, ეს არის სუფთა პროვოკაცია. სომხეთის ხელისუფლება, ჩემის აზრით ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას, სახელმწიფო სტრუქტურების თავალსაზრისით. ყარაბაღის კონფლიქტის გარდა ალტერნატიულ ადგილს ხედავს და საქართველოდან 50 კილომეტრში იწყებს ამ ახალ კონფლიქტს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა აღნიშნული რაიონის მოსახლეობას. ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში სტაბილურობის არა კეთილის მსურველი არის რუსეთი, სომხეთი კი არის რუსეთის მოკავშირე.

ჟენევის მოლაპარაკებები, პრეზიდენტების შეხვედრები ერთი ნაბიჯი არაა გადადგმული რუსეთის მხრიდან კონფლიქტის მოსაგვარებლად, კონფლიქტში ბევრი სახელმწიფოს მხრიდან დადანაშაულებულია სომხეთი და ამ ფონზე ალტერნატიულ ადგილას იხსნება მეორე კერა, ეს მიუღებელია კიდევ იმის გამო, რომ იმ ტერიტორიიდან გადის გაზის მაგისტრალი,“ – განაცხადა ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ბაბაევი თვლის, რომ აღნიშნულ კონფლიქტში საქართველომ თავის სიტყვა უნდა თქვას, როგორც რეგიონში მშვიდობის გარანტმა სახელმწიფომ.

„რეაგირება ჩვენი მხრიდან ის იყო, რომ სომხეთის საელჩოსთან გავმართეთ აქცია. ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანის მთავრობას სამართლიანობისთვის სწრაფვაში, სომხეთი უნდა დაისაჯოს რეგიონში მშვიდობის დარღვევისთვის. ჩვენ როგორც პროცესებს ვუყურებთ ძალიან სწრაფად და ოპერატიულად მიმდინარეობს, სოლიდარობას უცხადებს თუქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს, მაგრამ რუსეთს აქვს ბაზები სასომხეთში და ამაში, რომ რუსეთის ხელი ურევია, სწორედ ამის გამო შესაძლოა ძალიან ცუდი პროცესების მომსწრე გავხდეთ თუ აქ არ ჩაერევა საერთაშორისო თანამეგობრობა” – განაცხადა ბაბაევმა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩადგეს ამ რეგიონში როგორც ერთ-ერთი მშვიდობისმოყვარული ქვეყანა და თქვას თავის სიტყვა, როგორც მეზობელი. რეგიონში უსაფრთხოებისთვის საქართველოს როლი აქ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები