საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილა. მან საკუთარი სატვირთო ავტომობილით სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 1 768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების წამალი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 43 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები