ლონდონში ხუთსართულიანი შენობა იწვის, 50 ადამიანი ევაკუირებულია

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის ლიკვიდაციაზე ადგილზე დაახლოებით 100 მეხანძრე მუშაობს. ცეცხლი რამდენი კილომეტრის დაშორებით, მთელს რაიონში მოსჩანს. დგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც Reuters -ი იტყობინება, ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, დასავლეთ ჰემპსტედში, ცეცხლი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში 26 ივლისს დილით გაჩნდა. დაახლოებით 50 ადამიანი ევაკუირებულია.

​როგორც ადგილობრივი სახანძროს სადგურის ხელმძღვანელი კლეინტონ მიურეი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა სახლის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში და შენობის სახურავამდე გავრცელდა. ადგილზე მუშაობს 15 სახანძრო.

მსგავსი თემები