მდინარე მულხურაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, მდინარე მულხურაში მაშველებმა რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ე.წ. დელიკის ტიპის ავტომანქანით 45 წლამდე მამაკაცი მულახში, მდინარე მულხურაში 12 ივლისს გადავარდა. მისი მანქანა მალევე იპოვეს, მძღოლის სამძებრო სამუშაოები კო ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები