“ცოტნე გამსახურდიას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია” – ადვოკატი „მედიცანეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„აბსოლიტურად ადეკვატურია თავის რეფლექსებში და საღად რეაგირებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი მალე შეძლებს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს:

„ცოტნეს ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია, ამ ფაზაზე არ არის პრობლემა, ის აბსოლიტურად საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე, აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები, რაც იმის ბრალია, რომ დიდი ხნის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. არის აბსოლიტურად ადეკვატური ყველაფერზე, მასთან მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფება მისი მეუღლე ანა ჯაბაური. ცოტნე შეძლებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულფასოვან წევრად, იმედი გვაქვს, მალე შეძლება გამოძიებას ჩვენება მისცეს,“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ამჟამად გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში მკურნალობს.

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები