რუსეთი საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

რუსეთი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ, ე.წ გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე განცხადებას აქვეყნებს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს.

რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და როგორც ოფიციალურ მოსკოვთან, ისე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები