ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად თელავი და სოფლები ნაფარეული და სანიორე დაზარალდა.

წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ვენახები გაანადგურა.
ძლიერი ქარის შედეგად დაგლეჯილია ხეები, რის გამოც გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეზღუდულია, ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მსგავსი თემები