“საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს” – ჯონ ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამერიკაში ვირუსის გავრცელების მდგომარეობა შეაფასა.

მან ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მოსახლების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის დაცვას შორის ყალბი არჩევანი გააკეთა.

„თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს ან უმუშევრად დარჩენილ თითქმის 18 მილიონ ამერიკელს. აკეთეთ თქვენი საქმე პრეზიდენტო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები