“ირაკლი კობახიძისგან პოლიტიკოსი ვერასდროს დადგება” – ეკა ბესელია

  •  

“არ ღირს ძალიან ბევრი დროის ხარჯვა და ფიქრი, კობახიძეზე რატომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო არჩევანი. თქვენ ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვთ,“ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ნესელიამ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ გააკეთა.

ბესელიას მიაჩნია, რომ მმართველ პარტიაში საკადრო კრიზისია: „მართლაც მძიმე სურათი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება ცოტა გამოცდილება მაინც ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში. კობახიძემ საერთოდ ვერ ისწავლა პოლიტიკური პროცესი და მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასოდეს, მაგრამ ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს იყო ჩართული როგორც ტექნიკური, საორგანიზაციო შემსრულებელი პირი და უბრალოდ, “ოცნების” რიგებს რომ გადახედოთ, იმდენად რთულია იპოვოთ პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საარჩევნო გამოცდილება, მიხვდებით – არარაობას ეს სჯობიაო – აი, ეს არის შერჩევის პრინციპი. მისი მათემატიკა და მისი პროგნოზები ცნობილია. ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ტრაგი-კომიკური თემა “ქართულ ოცნებაში”, თუ როგორ ითვლის ის საარჩევნო სტატისტიკას და როგორ აკეთებს პროგნოზებს. როცა ივანიშვილმა ერთხელ უკვე იწვნია საკუთარ თავზე ისეთი კრახი, როცა მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს მიულოცა და მიულოცა სწორედ იმიტომ, რომ კობახიძე არწმუნებდა, რომ აღარ იქნებოდა მეორე ტური საჭირო. ახლა მისი არჩევანია, რომ ისევ იძულებულია მასზე შეაჩეროს არჩევანი,”- განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები