“არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება” – სახალხო დამცველი პრეზიდენტზე

ომბუდსმენი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეაფასებას გამოეხმაურა. ნინო ლომჯარი თვლის, რომ თანამდებობის პირებმა საკუთარ განცხადებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

“ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეფასება გააკეთა. “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები